სიახლეები

ტექნოპარკში Skillwill Academy-ს აკადემიის პრეზენტაცია გაიმართა

2022-06-21 15:59:00
ოზურგეთის ტექნოპარკში Skillwill Academy-ს წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
 
 
შეხვედრას, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი დაესწრო.
 
 
აკადემიაში სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე. 7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს;
 
სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში, შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.