სიახლეები

ოზურგეთში ტრადიციული ,,ალილო'' გაიმართა

2023-01-09 10:32:00

შობის დღესასწაულზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საშობაო ,,ალილო“ გაიმართა.

 

 მსვლელობას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და სასულიერო პირებს საშობაო საჩუქრები გადასცეს.

 

 

,,ალილოზე“ შეგროვებული შესაწირი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.