სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციაში „ახალგაზრდული ბიზნესკლუბი - ახალგაზრდების ხმა მეწარმეობაში“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

2023-01-23 12:49:00
სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და კოლეჯ „ჰორიზონტი“-ს ერთობლივი პროექტის „ახალგაზრდული ბიზნესკლუბი - ახალგაზრდების ხმა მეწარმეობაში“ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
 
პროექტის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, გურიის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა და არსებული გამოწვევების გადაჭრა.