სიახლეები

გურიის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს

2023-02-05 12:00:00
გურიის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
 
 
 
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გურიის რეგიონისთვის 4 355 000 ლარი გამოიყო. სამშენებლო მასალები უკვე შეძენილია, აქტიურად მიმდინარეობს მათი დარიგების პროცესი და იგი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული დაზარალებული მოქალაქის საჭიროება არ იქნება დაკმაყოფილებული",- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.