სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული IOM -ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2023-02-09 11:11:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.
 
 
 
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, რომელიც 2021- 2022 წლებში გურიის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ოზურგეთსა და ჩოხატაურში ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ასევე, იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.