სიახლეები

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

2023-03-01 15:13:00
სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
 
შეხვედრაზე, პარლამენტის წევრები იმ მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებს გაეცნენ, რომლებიც ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.
 
ვიზიტის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, ასევე, შეხვედრა გამართეს ახალგაზრდებთან, სადაც მოისმინეს ის პრიორიტეტული საკითხები და საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას.