სიახლეები

გურიის გუბერნიაში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2017-02-20 14:03:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს გურიის გუბერნიაში გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2015-17 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა განიხილეს და მოიწონეს. ასევე იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერი/გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.