სიახლეები

24 მარტს ქალაქ ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ ''ჰორიზონტში'' ღია კარის დღე გაიმართება

2017-03-15 15:00:00

▶24 მარტს ქალაქ ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტში" ღია კარის დღე გაიმართება.ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე კოლეჯ "ჰორიზონტის" მენეჯერმა ნინო ჩხიკვიშვილმა აღნიშნა ღია კარის დღეზე მოწვეული იქნებიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და მათი წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებას გუბერნატორი უზრუნველყოფს. ასევე, იქნებიან პოტენციური დამსაქმებლები. პროფესიულ სასწავლებელში იწყება საგაზაფხულო რეგისტრაცია 12 პროგრამაზე: მზარეული (8 თვე) ბუღალტერი (6 თვე) ელექტრიკოსი (11 თვე) ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი (10 თვე) ტრაქტორისტ-მემანქანე (7 თვე) სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი (11 თვე) სტილისტი (პარიკმახერი) (8 თვე) გიდი (10 თვე) 6სარესტორნო საქმისმწარმოებელი (8 თვე) სასტუმრო საქმისმწარმოებელი (11 თვე) კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (10 თვე). ▶პროფესიის დაუფლება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.კოლეჯს აქვს სახელმწიფო დაფინანსება და სწავლა ყველა სპეციალობაზე უფასოა.