სიახლეები

ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის პროექტის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა

2017-03-24 18:25:00

ქალაქ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის პროექტის საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა. ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა აშენდა, როგორც ჩაის მრეწველობის მუშაკთა კულტურის სახლი 1955-62 წლებში და ზომების მიხედვით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სათეატრო ნაგებობას წარმოადგენს. შენობა ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს და ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. თეატრის რეკონსტრუქცია 2016 წელს გადაწყდა და მას ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მთავარმა არქიტექტორმა ელგუჯა ოსეფაიშვილმა და „ქართუ ჯგუფის“ სამუშაოთა კოორდინატორმა აჭარა-გურიაში კოტე შარაშენიძემ. პრეზენტაციას დაესწრნენ გურიის გუბერნატორის მოადგილეები სოსო ერქომაიშვილი, გია ებრალიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, არქიტექტორები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.