სიახლეები

ოზურგეთში სასმელი წყლის ლაბორატორია კომპანია შპს „სატისი“ გაიხსნა

2017-03-30 17:46:00

ოზურგეთში სასმელი წყლის ლაბორატორია კომპანია შპს „სატისი“  გაიხსნა, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს. ► ლაბორატორია განთავსებულია სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოეწყო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია და გარემონტდა ოფისის ოთახები ►ოფისის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 24 442 ლარს, ხოლო ლაბორატორია მოეწყო სახელმწიფო სუფსიდიით, ღირებულებით - 27 000 ლარი ► შპს "სატისმა" ჩამოყალიბების დღიდან ამ დრომდე სხვადასხვა სოფელში 9 პროექტი განახორციელა წყლის ლაბორატორია დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის მოადგილეებმა და წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორმა დავით ცერცვაძემ დაათვალიერეს. „ვინაიდან მუდმივ რეჟიმში წყლის კონტროლი აუცილებლობას წარმოადგენდა დღეიდან ოზურგეთის მოსახლეობას ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყალი მიეწოდება. აღნიშნულ ლაბორატორიას აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს და ყველა იმ პიროვნებას ვინც ამ კარგ საქმეში მიიღო მონაწილეობა“- განაცხადა გია სალუქვაძემ. როგორც ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა წყლის კომპანია, რომელიც ადგილობრივი სოფლების ხარისხიანი, სასმელის წყლით უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი. მის ბალანსზე არსებობს ხუთი ერთეული წყლის მაგისტრალი. ჯერჯერობით, შპს ოპერირებს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა ძალიან მალე ის თავისი საქმიანობით მთლიანად რეგიონს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ შპს სატის-სა და ოზურგეთის პროფესიულ სასწავლებელ ჰორიზონტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდა ტექნიკური პერსონალის გადამზადება და სელტიფიცირება. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმდა მემორანდუმი ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალის გადამზადების მიზნით.