სიახლეები

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ანასეულის წყალმომარაგების პროექტი განიხილეს

2017-04-06 16:44:00

დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ანასეულის წყალმომარაგების პროექტი განიხილეს. აღნიშნულ პროექტს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები ერთობლივად ახორციელებენ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სერვისცენტრის ტექნიკურმა მენეჯერმა დათო კიკვაძემ განაცდახა, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება სათავე-ნაგებობებისა და წყალმომარაგების მაგისტრალების მიმართულების შერჩევა.

შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ექსპერტი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მრჩეველი პიოტრ ვიპლოში, ამავე კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსი თამაზ კაპანაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ.