სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გურიის გუბერნატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს შეხვდნენ

2017-04-10 09:31:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ნასაკირალის მცხოვრებლებს შეხვდნენ და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი ადგილობრივებისგან საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინეს. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება ეკომიგრანტების პრობლემების მიმართ გამოიჩინა. თავის მხრივ, მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რეგიონის ყველა მოქალაქეს უფრო მეტ კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს. მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.