სიახლეები

გურიაში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2017-04-10 09:42:00
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ნინო თოიძის საფლავი გვირგვინით შეამკეს, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. „სწორედ ჩვენი გმირების თავგანწირვის შედეგად ტრაგედიიდან ორ წელიწადში საქართველომ ნანატრი თავისუფლება მოიპოვა. იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს, ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე იყვნენ. დღეს ჩვენ მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ და ისინი კიდევ ერთხელ გავიხსენეთ“ - აღნიშნა გია სალუქვაძემ. დღესვე მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ობელისკი, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი და ყვავილებით შეამკეს.