სიახლეები

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს „ჰუმანას“ პროდუქცია გადაეცათ

2017-04-18 14:21:00

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ექვს ოჯახს საჩუქრად „ჰუმანას“ პროდუქცია გადაეცა. პროგრამაში ჩართული არიან უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები (65000-მდე სარეიტინგო ქულით), რომლებსაც ხელოვნურ კვებაზე მყოფი ერთ წლამდე ბავშვი ჰყავთ. პროგრამა გრძელდება, 1 წლის შესრულების შემდეგ ახალი ბავშვის ჩანაცვლებით. აღნიშნული აქცია გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ერთობლივი ძალისხმევით იმართება. ასოციაციისა და საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსი’’-ს დახმარებით ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, ჩვილ ბავშვიან ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცათ, ასევე,  საბავშვო ჰიგიენური საფენი ,,pikolo’’.