სიახლეები

ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი გურიას სტუმრობდნენ

2017-05-16 09:33:00

ვროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას აგრძელებს. თასი ამჯერად გურიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ჩამოიტანეს. სტუმრები თავდაპირველად "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. „ივლიტას ბიბლიოთეკიდან“ ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გადაინაცვლეს,სადაც გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო გუნდების - ოზურგეთის "მერცხალისა" და ჩოხატაურის "ბახმაროს“ რეგიონული ლიგის მატჩს დაესწრნენ. საფეხბურთო მატჩი ჩოხატაურის „ბახმაროს“ გამარჯვებით - ანგარიშით 3:1.