სიახლეები

გურიის გუბერნატორი სომხეთის კონსულს შეხვდა

2017-05-16 17:46:00

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს გურიას სტუმრობდა. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან გია ებრალიძესთან, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად სომხეთის კონსულს იეღიშე სარგსიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა რეგიონებს შორის ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე. დაისახა სამომავლო გეგმებიც. როგორც შეხვედრაზე იეღიშ სარგისიანმა აღნიშნა საქართველოსთან სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. რეგიონებთან ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ორმხრივად მომგებიანი იქნება. „ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ჩვენ საკმაოდ ბევრ თემას შევეხეთ. მათ შორის გახლდათ ოზურგეთის სომხეთის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრების საკითხიც. კონსულს ასევე შევახვედრეთ ადგილობრივი სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ სახის პროდუქციის შესახებ, რომელიც შეიძლება სომხეთში გატანილ იქნას. საჭიროა მეტი ბიზნესკონტაქტები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება“- განაცხადა გია სალუქვაძემ.