სიახლეები

ოზურგეთში გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი გაიმართა

2017-07-17 10:08:00

ოზურგეთში ცნობილი ქორეოგრაფისა და ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალში ადგილობრივი და უცხოური ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. კონკურს-ფესტივალის ფარგლებში, დღეს ქალაქ ოზურგეთში, გიორგი სალუქვაძის გორელიეფი, გვირგვინით შეამკეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად უცხოელი ვიზიტორებიც დაესწრნენ. გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის VIII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ხვალ დაბა ურეში გაიმართება. ურეკის ბულვარში მოეწყობა ფესტივალში მონაწილე ანსამბლების საზეიმო მსვლელობა. ფესტივალი გალა-კონცერტით და მონაწილე ანსამბლების დაჯილდოებით დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური, საზოგადოება ,, არტ-გურია“ და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“.