სიახლეები

გურიის გუბერნიაში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2017-07-17 10:31:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2015-17 წლების განახლებულ სამოქმედო გეგმაში შეტანილი ცვლილებები განიხილეს და კორექტირებული გეგმა მოიწონეს. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.