სიახლეები

გურიის გუბერნიაში სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2017-07-19 12:22:00

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა და მოწონება მოხდა. ასევე იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გუბერნატორმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დასუფთავებისა და საკურორტო ზონებში უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.