სიახლეები

ოზურგეთში ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი ახალი გზა შენდება

2017-07-31 15:06:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალ გზას აშენებს.

სოფლების ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაწყებულია. 3 კმ-იანი გზის ამ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შიდა გზებზე არსებულ ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლები - ბოხვაური და შემოქმედი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება.

წლის ბოლოდან, ადგილობრივი მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას, რაც მაცხოვრებლებს გააუადვილებს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ უბნებთან მიმოსვლას.