სიახლეები

გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2017-08-08 14:21:00

8 აგვისტოს, გურიაში, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს და ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს. 

"რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა და ჩვენ პატივი მივაგეთ გურიის რეგიონიდან დაღუპული გმირების ხსოვნას. მინდა აღვნიშნო, რომ დანაკარგი უმძიმესია, მაგრამ მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა გმირებმა სამშობლოსთვის გაიღეს ნამდვილად დასაფასებელი. სწორედ დღევანდელ გმირებზე დგას საქართველო და მე ქედს ვიხრი მათ წინაშე", - აღნიშნა გურიის გუბერნატორის მოადგილემ, გია ებრალიძემ. 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო დაიღუპა: ოზურგეთიდან - თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი. ჩოხატაურიდან - მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე. ლანჩხუთიდან - ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ომში დაღუპულთა ოჯახებს ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაურიცხა. ასევე, ოზურგეთელი თემურ ჭიტაძის სახელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ გურიანთის საჯარო სკოლას მიენიჭა.