სიახლეები

ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

2017-08-21 10:29:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კუთხის ცხენოსანთა მონაწილეობით ტრადიციული დოღი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, უცხოელი ტურისტები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. დოღში გამარჯვებული მხედრები სპეციალური პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ფერიცვალების დღესასწაულზე ბახმაროში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება დილიდანვე მიმდინარეობდა. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ასევე, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.