სიახლეები

გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

2017-08-23 16:40:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

კახა გულედანის განცხადებით, ახალი გამოწვევებია რეგიონში, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა. გურიის რეგიონს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია უფრო მეტად განვითარდეს და არსებული შესაძლებლობების მეტი რეალიზება მოახდინოს.

მერაბ ჭანუყვაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მას 2013-2014 წლებში ეკავა გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა. წლების მანძილზე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.