სიახლეები

ოზურგეთში სახალხო დღესასწაული „ასკანობა“ აღინიშნა

2017-08-30 23:27:00

მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ასკანობა 2017“ აღინიშნა. ტრადიციად ქცეული დღესასწაული სოფელ ასკანაში სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და მკლავჭიდში. ფეხბურთის ტურნირში მონაწილე გუნდებს, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ("შემოქმედი", ეთნო- ფოლკ ჯგუფი "მხედრები" , " ზენაარი") კონცერტი. ღონისძიებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.