სიახლეები

მერაბ ჭანუყვაძე მოქალაქეებს შეხვდა

2017-08-30 15:45:00
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს მოქალაქეთა მიღება გაიმართა. მოქალაქეებს გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა გუბერნატორს დახმარების გაწევა ძირითადად ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა ყოფითი შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვეს. მერაბ ჭანუყვაძემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში თითოეულ ადამიანს შესაბამის დახმარებას გაუწევს. #გურია2017 #მოქალაქეთამიღება2017