სიახლეები

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიაში

2017-09-01 14:59:00
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გურიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ქიმიური წამლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში (გურიანთა, სოფელ ოზურგეთი, ნიგოითი, შუხუთი, ჩიბათი, ლესა, ჩოჩხათი, სუფსა და ნიგვზიანში) ინტენსიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და წინასწარი მონაცემებით 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნენ.