სიახლეები

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

2017-09-06 00:13:00
„მე მოვედი თქვენთან იმისთვის, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ლანჩხუთის განვითარებისთვის არის საჭირო მოვისმინო და გვერდში დაგიდგეთ" - მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ლანჩხუთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. დღეს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, საკრებულოს წევრებს და გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.