სიახლეები

მერაბ ჭანუყვაძე გერმანელ ინვესტორს შეხვდა

2017-09-06 18:15:00
„ ზამთრის სეზონზე კურორტი „ბახმარო“ ოთხჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლებს“ - ეს განცხადება გერმანელმა ინვესტორმა ინგუ შლუტიუსმა გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრის მთავარი თემა კურორტზე ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები გახლდათ. როგორც შეხვედრაზე ინვესტორმა აღნიშნა, სეზონის განმავლობაში კურორტზე მოხდება 20-25 ჯგუფის ჩამოსვლა. შეძენილია დამატებითი სპეციალური ტექნიკა თოვლმავალი და ბახმარო ზამთრის სეზონზე ოთხჯერ მეტ ტურისტს უმასპინძლებს. მოხდა კადრების გადამზადება ევროპაში, რათა ჩამოსულ ტურისტებს უკეთესი და მეტად უსაფრთხო სერვისი შესთავაზონ.