სიახლეები

შეხვედრა ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტებთან

2017-09-07 19:20:00
გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევითა და საკონსულტაციო კომპანია "ბრენდორ ქონსალთინგის" ორგანიზებით, რეგიონს ეწვია ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი. პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერისა და ჰანეს თეესის ხელმძღვანელობით, სტუდენტები დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.