სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში

2017-09-07 19:26:00
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შ.პ.ს „რეალექსპერტ“-ის დირექტორს მაია ნიკოლეიშვილს შეხვდა, რომელიც მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საზედამხედველო მომსახურებას გაუწევს. სამუშაო შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს. #გურია2017 #ინფრასტრუქტურა2017 #სამუშაოშეხვედრა