სიახლეები

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

2017-09-28 09:06:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,ჩვენი ქვეყნისთვის დღეს განსაკუთრებულად მძიმე დღეა. სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მსხვერპლი გაიღეს და ქვეყნისთვის თავი გაწირეს. ჩვენი გმირები მომავალი თაობის მაგალითებად იქცნენ, მათი თავდადება ყოველთვის იქნება დაფასებული“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების მემორიალი და საფლავები გვირგვინით შეამკეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და მათ ოჯახებს მიუსამძიმრეს.