სიახლეები

გურიის გუბერნატორი სოფელ აკეთის მოსახლეობას შეხვდა

2017-10-06 09:40:00

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აკეთის მოსახლეობას შეხვდა.

„თითოეული პროექტი, რაც კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მოსახლეობასთან იქნება შეთანხმებული. სწორედ თქვენი ჩართულობით შესრულდება აკეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რაც შეეხება გაზიფიცირების საკითხს, გეტყვით, რომ პროექტი მზად არის და სოფლის გაზიფიცირება მომავალი წლიდან დაიწყება“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ აკეთის მოსახლეობას.