სიახლეები

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „გააცოცხლე გურია“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017-10-27 17:04:00

გურიის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია "ბრენდორ ქონსალთინგის" ორგანიზებით, პროექტ „გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„კულტურული ტურიზმის“ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა, გუბერნატორის მოადგილესთან გია ებრალიძესთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გერმანიის, ქალაქ რემშაიდის მუსიკალური და ხელოვნების სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის უფროსმა თეონა გოგიჩაიშვილმა გამართა.

როგორც შეხვედრაზე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მისი გურიაში ვიზიტის მიზანი არის იმ ტურისტული პოტენციალის შესწავლა, რომელიც აისახება კულტურული ტურიზმის სამოქმედო გეგმაში. აღსანიშნავია, რომ კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია, ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.

„გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში რეგიონს უკვე სტუმრობდა ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი. სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველადი კვლევა განახორციელეს.