სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა პირველ საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნების ფონდი გადასცა

2017-11-24 17:16:00

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ქალაქ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის შემდეგ მან სკოლას საჩუქრად წიგნების ფონდი გადასცა. გიორგი კეკელიძის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკა ღვაწლმოსილი პედაგოგის - ანა ბერძენიშვილის სახელობის იქნება.

როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია სკოლაში კომპიუტერებისა და ახალი წიგნების ჩამოტანა, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის მიღების ცოცხალი პროცესის არსებობას. აღსანიშნავია, რომ გიორგი კეკელიძე აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულია.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, განათლების სფეროსა და ფონდ ,,გურული დღიურების“ წარმომადგენლები დაესწრნენ.