სიახლეები

ბახველმა ფეხბურთელებმა ტურნირში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს

2017-12-19 16:56:00

ოზურგეთელი ლაშა სამსონია, ალეკო დეკანაძე, ლაჟვარდი ართილაყვა, გაიოზ ჭანუყვაძე და ნიკა აბულაძე მომავალი წლიდან თბილისში 35-ე საფეხბურთო სკოლაში ივარჯიშებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ნორჩმა ფეხბურთელებმა ოთხთა საფეხბურთო ტურნირში იასპარეზეს და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს. ტურნირი 7-10 დეკემბერს, ქალაქ თბილისში ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა (თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისის „იბერია“, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის აღსაზრდელები და ბახვის საფეხბურთო გუნდი).

35-ე საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი გოჩა აფსაჯანიშვილი კლუბ „ბახვის“ ფეხბურთელებით დაინტერესდა, გუნდთან მემორანდუმი გააფორმა და ფეხბურთელებს საჭირო ინვენტარი გადასცა.

 "2015 წლიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საფეხბურთო კლუბმა „ბახვი“ არაერთ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწია. მინდა თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“- აღნიშნა გუნდის მწრთვნელმა გოჩა კრასოტკინმა.