სიახლეები

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს

2017-12-27 15:41:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, მიდგომები, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები და სამომავლო გეგმები განიხილეს დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეხვედრას გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„ ვისაუბრეთ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმების შესახებ. მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე. მავნებელთან ბრძოლის პროცესში საჭიროა კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურებისა და თავად მოსახლეობის მონაწილეობა. შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად რეგიონში კვლავ გაგრძელდება მასშტაბური ღონისძიებები, მონიტორინგი და საინფორმაციო კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.