სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრში ტრადიციული საახალწლო კარნავალი გაიმართა

2018-01-03 15:39:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ორგანიზებით დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრში ტრადიციული საახალწლო კარნავალი გაიმართა.

კარნავალში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს, სადაც ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად, მათ საახალწლო სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და მერის მოადგილე ირაკლი სირაძე დაესწრნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებს საახლწლო საჩუქრები გადასცეს.