სიახლეები

სამუშაო შეხვედრა - სოფლის განვითარების კონცეფცია და ძირითადი ასპექტები

2018-03-21 16:11:00

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სოფლის განვითარების კონცეფციასა და ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: 
• სოფლის განვითარების პოლიტიკა: მიზანი, მიდგომები და ინსტიტუციური მოწყობა - ევროპული გამოცდილება
• საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ინსტიტუციური მოწყობა, გამოწვევები და შესაძლებლობები
• ევროპული გამოცდილება , მიწის, წყლის, ტყის რესურსებისა და ნარჩენების მართვა 
• არსებული მდგომარეობის მიმოხილვა გარემოს დაცვის მიმართულებით

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეები.

შეხვედრა დაიგეგმა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.