სიახლეები

გუბერნიაში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2018-03-27 20:53:00

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის ხელმძღვანელობით დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მერაბ ჭანუყვაძემ საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი გააცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტები, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, დაგეგმილი ღონისძიებები და საჭიროებები; დასუფთავების საკითხები; სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა; 2018 წლის სამოქმედო გეგმის განახლება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.