სიახლეები

გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2018-04-06 01:26:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გურიის რეგიონში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.


უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი ადამიანი. გუბერნატორის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.