სიახლეები

სოფლის განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში - სამუშაო შეხვედრა გურიის გუბერნიაში

2018-04-13 11:35:00

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ - ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის მიზანს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული რეგიონის მნიშვნელოვანი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და გამოწვევების დოკუმენტში ასახვა წარმოადგენდა. განხილულ იქნა რეგიონში სოფლის განვითარების მიმართულებით მომზადებული SWOT ანალიზი, რეგიონის პრიორიტეტების გამოვლენა / შეფასება; ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა სოფლად; სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე; გარემო და ბუნებრივი რესურსები სოფლად.