სიახლეები

ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

2018-04-27 16:01:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერებთან,საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. დასახეს პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობაზე.