სიახლეები

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

2018-05-08 12:31:00

გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა, რეგიონში 2017 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2018 წელს მოსალოდნელი პროგნოზი განიხილა.

შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.