სიახლეები

სემინარი თემაზე - სასტუმროს სერვისი და უსაფრთხოება

2018-09-14 10:51:00

ოზურგეთში სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში, სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების მფლობელებისა და თანამშრომლებისთვის, ასევე დამწყებებისთვის ვინც აღნიშნული ბიზნესის წამოწყებას გეგმავს, ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე - "სასტუმროს სერვისი და უსაფრთხოება".

სემინარის მონაწილეებს გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია მიესალმა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, გურიის რეგიონს ეკო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, ტურისტების მხრიდან მასზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში დასაქმებული პირებისთვის.