სიახლეები

კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

2018-09-14 10:54:00

ქალაქ ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მოსახლეობას გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და უბნის მაჟორიტარი, საკრებულოს წევრი ლელა საჯაია შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოსაგვარებლად ითხოვეს დახმარება. მათივე თქმით, ეს ის პრობლემაა, რომელიც აქ წლებია არსებობს და მისი მოგვარება მაცხოვრებლებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია.

გუბერნატორმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ შუამდგომლობით მიმართავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რათა აღნიშნული სამუშაოები აისახოს 2019 წლის გეგმაში.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი.