სიახლეები

დასუფთავების აქცია - გურიაში

2018-09-15 15:36:00

დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1992 წლიდან აღინიშნება, გურიის რეგიონიც აქტიურად ჩაერთო და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქცია ჩატარდა.

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილეებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მათ ოზურგეთში სხვადასხვა ტერიტორია მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქციას ორგანიზება გაუწია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-რეგიონალურმა კოორდინატორმა.