სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

2018-09-16 19:02:00

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთში #4 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოადგილესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ლელა იმედაშვილთან ერთად საჯარო სკოლა დაათვალიერა. დაესწრო ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგებმა მათი სკოლის წარმატებების შესახებ მოკლე პრეზენტაციაც წარმოადგინეს.