სიახლეები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

2019-02-22 16:48:00

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს.

ბადმინტონის სახეობაში შეჯიბრს იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიამ უმასპინძლა. ბიჭებს შორის პირველი ადგილი ჯურუყვეთის საჯარო სკოლამ დაიკავა. მეორე ადგილზე სასულიერო გიმნაზია გავიდა, ხოლო მესამეზე ქვემო აკეთის საბაზო სკოლა.

გამარჯვებულებს სიგელები და მედლები გადასცეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.