სიახლეები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა

2019-03-05 09:37:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დღეს გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

25 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 58 888 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ორგანიზებით, ბასილეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ასევე გადეცათ საჩუქრები.