სიახლეები

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2019-03-05 09:46:00

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, საბჭოს წევრებთან ერთად, განიხილა მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და საჭიროებები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

სხდომას რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.